„მთავარია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს ეს კინკლაობა, დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ შიგნით“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირების პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტი განუცხადა.
კითხვაზე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ნაცმოძრაობაში“, კობახიძემ განაცხადა: „ამაზე მარტივი პასუხია, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. რაც უნდათ ის უქნიათ“.
„მთავარია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს ეს კინკლაობა, დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ შიგნით. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს 2024 წელს საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას. „ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება – ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, თუ აქ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ