მთავარეპისკოპოსი იაკობი: ამდენი ახალგაზრდა არის ახლა დღეს ციხეში. ვისი ბრალია. ჩემი ბრალია?

“ამდენი ახალგაზრდა არის ახლა დღეს ციხეში. ვისი ბრალია. ჩემი ბრალია? მე მოვუწოდე გამოდით და რამე გააკეთეთ? რომ მინდოდეს დაცვა იმათი, ხო, ხომ უნდა მომცე საბაბი, მიზეზი, რომ მივიდე და ხელისუფლებას ვუთხრა, რომ გამოუშვით რა… გამოუშვებ, იგივეს აკეთებენ. გამოუშვებ, იგივეს აკეთებენ… ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდით რა, არ გამოაყენებინოთ თავი. გამოგიყენებენ და რაც დიდი ხანი იქნებით ციხეში, უცხოელსაც აწყობს და აქაურ პოლიტიკურ მოღვაწეებსაც იმიტომ რომ იქნებ მერე რაც ბევრი იქნება ციხეში, იქნებ აბუნტდეს ხალხი რა და არავინ არ გვინდა, მე ერთი კაციც არ მინდა, ციხეში რომ იყოს… ნუ გადავაქცევთ ამ პარტიას მე-11 არმიად რა, კარგად შევხედოთ. ახალგაზრდებს კიდე ახალგაზრდა კომკავშირელებად ნუ ვაქცევთ. ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას – ახალგაზრდები თუ დაინახავენ, მე რომ რამე ჩამედინა, წინააღმდეგ წავსულიყავი ხელისუფლების ხო, ვიტყოდი რომ გავაკეთე ეს რა და შეიძლება მეთქვა, რომ სწორად მოვიქეცი და ბოდიშსაც არ ვიტყვი მაგრამ ტყუილებს არ დავიწყებდი, რომ არაფერი გამიკეთებია, დამიმტკიცე და რაღაცა… დედიკოს და მამიკოს არ დავუწყებდი, მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთ რა…” – ამბობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი საკვირაო ქადაგებისას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე