მზია ამაღლობელი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მოკლედ
· მზია ამაღლობელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის საქმე სააპელაციომ სამ სხდომაში განიხილა.
· მზია ამაღლობელის საქმე განიხილა სამკაციანმა მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის თავმჯდომარეა მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე. ამ უკანასკნელს იურისტის კვალიფიკაცია კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მინიჭებული.
· ჟურნალისტს 2 წლიანი პატიმრობა პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის/მისთვის წესრიგის დაცვაში ხელის შეშლის გამო ს საქალაქო სასამართლომ 6 აგვისტოს მიუსაჯა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით, უცვლელად დატოვა ს საქალაქო სასამართლოს განაჩენი და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
დღეს, 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა გამოცემა “ბათუმელებისა” და ონლაინპლატფორმა “ნეტგაზეთის” ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
პროკურატურა კი თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დაცვის მხარის პოზიციები წარმოადგინა.
ტრიბუნასთან მისულმა მაია მწარიაშვილმა თავისი სიტყვა ასე დაიწყო „არ მინდოდა ვრცელი ყოფილიყო ჩვენი დასკვნითი სიტყვა, მაგრამ იძულებული ვარ… მინდა წერილობითაც გადმოგცეთ ჩემი სიტყვა“.
„წარმოვადგენ მზია ამაღლობელს, რომელსაც არ გააჩნდა და არ გააჩნია ძალაუფლება. არ არის კორუმპირებული. მას არ აქვს მილიონიანი ქონება. მას აქვს ერთი ბინა, რომლის ღირებულებაც, რომელიც, ალბათ, 100 000 ლარამდეა. მას არასდროს ჰქონია ხელოვნების ნიმუშები. მას გზაც კი არ გადაუკეტავს, არასდროს დაუჯარიმებიათ… მის სახლში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან იცოდნენ, რომ 1 თეთრს ვერ იპოვიდნენ. აქვს მხოლოდ ერთი სამუშაო ოთახი „ბათუმელების“ ოფისში და არის ორი მედიაგამოცემის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
მისი განმარტებით, ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რომელშიც წერია, რომ “მზიას პატიმრობა საჭიროა საზოგადოებაში წესრიგისთვის…“ და კიდევ გაიმეორა, რომ წარმოადგენს მზია ამაღლობელს, რომელმაც მიიღო სახაროვის პრემია. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
“პირველ ინსტანციაში წარმოვადგენდი მზია ამაღლობელს. სანიმუშო ადამიანს, მედიამენეჯერს. მისი დახასიათებას რამდენიმე გვერდიდან ვკითხულობდი. წარმოვადგენდი ადამიანს, რომელსაც გადაეცა ჯილდოები. ის წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელსაც ჯილდო აქვს მიღებული როინ შავაძის საქმის გაშუქების დროს. ეს მასალა დაერთო სტრასბურგის სასამართლოში საქმეს…არ ვიცი, ბედია თუ არა – დღეს იხილება როინ შავაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინელებს – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებაზე – დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო – ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია