მზია ამაღლობელი – ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებენ – ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, მიწყლიანდება თვალები – რას ფიქრობთ, ეს ჩემი ემოციური მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს?

ნინო დათაშვილი იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ, ისეთ იზოლირებულ დაწესებულებაში ვარ, შემთხვევითაც ვერ შევხდები. მას ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს პროკურატურა- ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, მიწყლიანდება თვალები. რას ფიქრობთ, ეს ჩემი ემოციური მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს? – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.
როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ ნინო დათაშვილი ამ გამოწვევას გაუმკლავდება და „რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს“.
“დიდი მადლობა სასამართლოს, რომ გადადო პროცესი, თორემ ნამდვილად ჩავვარდებოდი. მიხარია, რომ ისევ ვხედავ ჩემს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს, თუმცა უხერხულობის განცდა მაქვს, რომ ამ დარბაზში მოსვლა მომიწია. ისე ვითარდება გარეთ პროცესები, რომ ჩემს საქმეზე ვერ ვკონცენტრირდები.
ნინო დათაშვილი აქტივისტი, სინდისის პატიმარი და მარტოხელა დედაა. ნინო იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ, ისეთ იზოლირებულ დაწესებულებაში ვარ, შემთხვევითაც ვერ შევხდები. მას ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს პროკურატურა. სრულიად ჩამოვიშალე, გამახსენდა ნინოს სიტყვები: “მე მსხვერპლი არ ვარ, კარგად არის ყველაფერი”. მჯერა, ნინო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება და რეჟიმიც საკადრის პასუხს მიიღებს.
ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, მიწყლიანდება თვალები. რას ფიქრობთ ეს ჩემი ემოციური მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს?“, – აღნიშნა ამაღლობელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა