მზია ამაღლობელი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
38 დღიანი შიმშილობის შემდგე “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა.
შეგახსენებთ, პროკურატურის წარმომადგენლები ჟურნალისტის პატიმრობაში დარჩენას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ არსებობს ორი მთავარი საფრთხე- მიმალვის და დანაშაულის გამეორების საფრთხე.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არსებოსბ ახალი დანაშულის ჩადენის საფრთხე. ის საფუძვლები, რამაც განაპირობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, სხდომის შემდგომ არ შეცვლილა არსებითად და ზუსტად იგივე ინტენსივობით არსებობს ამის საფრთხე. ასევე ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მიმალვსი საფრთხეც არსებობს. მიგვაჩნია, რომ პატიმრობა არის პროპორციული აღკვეთის ღონისძიება და უნდა დარჩეს პატიმრობაში“
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას