მზია ამაღლობელი კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივის

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი ს, სა და ასევე სოზარ სუბარს.
მისი ადვოკატების ცნობით, ამაღლობელმა 7 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამ სამი პოლიტიკოსის მიერ სხვადასხვა დროს მედიაში ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.
კერძოდ, საუბარია შემდეგ განცხადებებზე:
· , 2025 წლის 29 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში: „ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინცინდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი. მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია… აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“. სინამდვილეში, ამაღლობელი სტიკერს პოლიციელებს არ აკრავდა – მან კედელს მიაკრა სტიკერი, რის შემდეგაც დააკავეს; ის არ არის რომელიმე პარტიის წევრი.
· სინამდვილეში, ამაღლობელი სტიკერს პოლიციელებს არ აკრავდა – მან კედელს მიაკრა სტიკერი, რის შემდეგაც დააკავეს;
· ის არ არის რომელიმე პარტიის წევრი.
· ირაკლი კობახიძე 2025 წლის 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში: „უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.