მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვან – კონგრესმენი კოენი

ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენი, „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ თანაავტორი სტივ კოენი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, დაკვირვებით ვადევნებ თვალს მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოში“, – წერს კოენი პლატფორმა X-ზე.
„მზია არის ჟურნალისტი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით დააპატიმრა „ქართული ოცნების“ დე ფაქტო მთავრობამ“, – წერს წარმომადგენელთა პალატის წევრი.
სტივ კოენმა რესპუბლიკელ კოლეგასთან, ჯო უილსონთან ერთად 2025 წლის 8 იანვარს წარადგინა „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „-ის პოლიტიკაა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ან მისი ნებისმიერი მოკავშირე“.
ამაღლობელი, რომელსაც, კოლეგების ცნობით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მე-17 დღეა შიმშილობს.
„ის არ არის ციხეში კარგად. მთავრობამ ის ახლავე უნდა გამოუშვას“, – აცხადებს კონგრესმენი.