მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აპრილს ჩაინიშნა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. მომდევნო სხდომა 14 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები, პოლიციელები დაკითხეს.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მზია ამაღლობელმა მოწმე პოლიციელი, თამარ კერესელიძე სიცრუეში დაადანაშაულა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მოწმე თამარ კერესელიძე ცრუ ფაქტებზე საუბრობს.
არსებითი საქმის სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა თქვეს. მათ ასევე შუამდგომლობით მიმართეს, მოწმის სახით სამი პოლიციელის, მათ შორის აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვის თაობაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პროცესზე პერიოდულად ისმოდა მოსამართლის, პროკურორებისა და მოწმეების მიმართ რეპლიკები. პარალელურად სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა შეძახილებით: “თავისუფლება მზიას”.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან