მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.
„ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს, რამდენიმე დოკუმენტის დაუშვებლობის ცნობასთან დაკავშირებით, მათ შორის არის, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, სადაც ის წერს: „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და მობილური ტელეფონით ამ საკითხზე დაუდგენელ პირებს ესაუბრებოდა და ინსტრუქციებს იღებდა“.
სასამართლომ გასცა განჩინება მისი პირადი ტელეფონის ინფორმაციის მოხსნაზე, ამით გამოძიება ექნებათ მზია ამაღლობელის ტელეფონზე”,- აღნიშნა ადვოკატმა.