მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 18 მარტს, 17:50 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესს, რომელიც ს საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას დისტანციურად ჩაერთო დაკავებული ჟურნალისტი.
მზია ამაღლობელმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მისი საქმე გაყალბებულია.
მზია ამაღლობელს ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, მან პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის მხარის განცხადებით კი დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პატრიარქი ლეო XIV-ს – წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის