მზა კერძების მწარმოებელი Greencore კონკურენტს 1.2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად ყიდულობს

მზა კერძების მწარმოებელი Greencore კონკურენტს 1.2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად ყიდულობს
მზა საკვების მწარმოებელი ირლანდიური კომპანია Greencore Group ბრიტანულ კონკურენტ Bakkavor Group-ს 1.2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (1.6 მილიარდი დოლარი) ყიდულობს, განაცხადა Greencore-მა.
გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა. გარიგების პირობების თანახმად, Bakkavor-ის აქციონერები თითოეული აქციისთვის 85 პენსს მიიღებენ პლუს 0.604 Greencore-ის აქციას. შესაბამისად, ბრიტანული კომპანიის ფასი აქციაზე 200 პენსად არის შეფასებული, რაც 32%-ით მეტია მისი აქციების საბაზრო ფასზე 13 მარტს, ბოლო დღეს, სანამ Greencore-ის ინტერესის შესახებ ინფორმაცია გაჩნდებოდა.
Greencore-ისა და Bakkavor-ის შერწყმის შედეგად შეიქმნება კომპანია, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით 4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იქნება. Greencore–ის აქციონერები ახალი კომპანიის 56%-ს, ხოლო Bakkavor–ის აქციონერები – 44%-ს მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ