“მზად ვართ ცხვირზე ხელი მოვიჭიროთ და ალიანსი შევკრათ განსხვავებულ ძალებთან” – ჩერგოლეიშვილი

ჩვენ გვჯერა, რომ რეჟიმის გარანტირებული მარცხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმმა ვერ შეძლოს პოლარიზაცია ბიძინასა და სააკაშვილ/კეზერაშვილს შორის.
თუ ეს შეძლო, ძალიან მაღალია რისკი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური განმეორდეს. რეალობა ისაა, რომ მხოლოდ ჩვენი პარტია, მიუხედავად დიდი ზრდისა, ამას მარტო ვერ შეძლებს (ზრდას შეძლებს, მაგრამ ზოგადი აღქმის შექმნა გაუჭირდება). სწორედ ამიტომ, მზად ვართ ცხვირზე ხელი მოვიჭიროთ და ალიანსი შევკრათ ისეთ, ჩვენგან განსხვავებულ ძალებთან, რომლებსაც აქვთ მზაობა, ერთი მხრივ სტატუს კვო შეცვალონ, მეორე მხრივ – კეზერაშვილ/სააკაშვილის ბელადომანიურ/ოლიგარქიული სისტემა გაანეიტრალონ. ეს მიგვაჩნია მნიშვნელოვნად ივანიშვილის გარანტირებული მარცხისთვის. მაგრამ, ამ ამოცანის შესასრულებლად, მნიშვნელოვანია არსებობდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც იგივე ხედვა აქვთ და შესაბამისად მოქმედებენ – ამხელენ როგორც რეჟიმის, ისე სააკაშვილ/კეზერაშვილის დაჯგუფების სისტემურ სიმახინჯეს. არ ვიცი ვის ეყოფა ორპოლუსიანობის მძევლობიდან თავის გათავისუფლების ძალა და გონიერება არსებული სპექტრიდან (იმედიანად არ ვარ, იმდენად რამდენადაც ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს სპექტრზე) მაგრამ შეთავაზება ძალიან მკაფიოა და ძალიან მკაფიო პრინციპებს ეფუძნება და ჩვენი სტრატეგიაც, კონკურენტებთან მიმართებით, ამის მიხედვით დალაგდება უახლოეს დღეებში. ჩვენ ორივე შემთხვევაში ძალიან საინტერესო კამპანიით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე.
(ისე მიყვარს კამპანია, რაკეტად არ გადავიქცე მეშინია).

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით, ვფიქრობ, ეს უახლოეს ერთ კვირაში გამოიკვეთება