მზად ვართ, პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის ყველა შესაძლო ინიციატივაში ჩავერთოთ – სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ბიზნეს გაერთიანება ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებისთვის ყველა შესაძლო ინიციატივაში ჩართვის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ მან პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეხვედრისას განაცხადა.
„შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის მკვეთრი დეფიციტი არის ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც ბიზნეს სექტორში ფიქსირდება, რასაც ცხადყოფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევა BAG ინდექსი. მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა შესაძლო ინიციატივაში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, რადგან ეს არის ის საკითხი, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.