მზად ვართ კონფლიქტის დარეგულირებისთვის რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით – ლავროვი

ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს თქმით, რუსეთი მზად არის, ში კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისთვის მოსკოვის ინტერესებისა და მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან საუბრისთვის ვარიანტები ჯერჯერობით არ ჩანს.
“ჩვენ ღია ვრჩებით პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისთვის ჩვენი კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით და მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი იმ პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელმაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა”. – თქვა ლავროვმა სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბრის ვარიანტები.
“თუმცა, მათი მხრიდან, ვინც ომი გამოგვიცხადა, სერიოზული შეთავაზებებისა და ჩვენი ინტერესების, ასევე ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინების სურვილის არქონის პირობებში, მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარი ჯერჯერობით არ გამოვა. ასეთი ვარიანტები არ ჩანს”. – თქვა ლავროვმა.