“მზად ვართ, ვისაუბროთ იმაზე, რაც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ, ანუ ვისაუბროთ ამ საკითხზე” – პრემიერი უკრაინაზე

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი მ, გერმანიის კანცლერთან, შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:
საქართველოს და ს აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. მათ შორის, ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე ჰუმანიტარული დახმარება. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან, ანუ ვისაუბროთ ამ საკითხზე.
ამ ერთი შეხედვითაც უცნაურ და ცოტა არ იყოს გაუგებარ განცხადებას “საუბარზე, ანუ საუბარზე”, ნამდვილად მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ