ევროპელმა ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება დღეს დილით აშშ-ის პრეზიდენტ დონალ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელესნკისთან საუბრის სემდეგ.
განცხადების მიხედვით, რომელსაც ბიბისისიც აქვეყნებს, ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან იმუშაონ პრეზიდენტ ტრამპის და პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრაზე ევროპული მხარდაჭერით.
„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე,“ — ნათქვამია განცხადებაში.
„უკრაინას შეუძლია დაეყრდნოს ჩვენს ურყევ სოლიდარობას, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ისეთ მშვიდობაზე, რომელიც დაიცავს უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს.“
„უკრაინაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ ტერიტორიასთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს,“ — აცხადებენ ევროპელი ლიდერები.
ერთობლივ განცხადება სხელს აწერენ:
· ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი
· საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი;
· იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი;
· გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი;
· დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი;
· ფინეთის ალექსანდერ სტუბი
· პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი
· ევრიპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა
