მზადება პატრიარქის დაკრძალვისთვის – ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სპეციალურ პროტოკოლზე მუშაობენ (ვიდეო)

სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის დაკრძალვის დღისთვის უკვე დაწყებულია მუშაობა სპეციალურ პროტოკოლზე.

პატრიარქის დაკრძალვის დღისთვის წინასწარ უნდა გაიწეროს ყველა დეტალი, რომლის დაცვითაც ილია მეორეს უკანასკნელი გზას გაატარებენ სამებიდან – სიონის ტაძრამდე. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილოების მისაღებად, საქართველოში სტუმრები უცხოეთიდანაც ჩამოდიან.

კითხვაზე, ექნებათ თუ არა მათ სპეციალური საშვები, ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერი სმენია.

უსაფრთხოების ის პროტოკოლი იქნება მიღებული, რაც იქნება საჭიროებიდან გამომდინარე. ვმსჯელობთ იმაზე, რომ შევუქმნათ კომფორტული პირობები საზოგადოებას, რომ თავისუფლად მოვიდეს, შევიდეს და სამძიმარი გამოუცხადოს ჩვენს გარდაცვლილ პატრიარქს.

მაღალი რანგებისთვის იქნება ის ზომები მიღებული, რაც საჭროა, რა სიტუაციაც გვაქვს ქვეყნიდან გამომდინარე, როგორი რისკის მატარებელი  იქნება ჩვენი დაცვის ობიექტი, იმ ზომებს მივიღებთ.  

ამ დღეებშიც, დღესაც, ხვალაც, კიდევ გვექნება შეხვედრა, აუცილებლად დაიხვეწება გამომდინარე მოცემული პირობებიდან. გუშინ პრემიერი ხელმძღვანელობდა ამ შეხვედრას. პრემიერთან ერთად (გადაწყდება).   

არა მარტო უსაფთხოების ზომები, რომელი ქუჩები უნდა გადავკეტოთ, როგორი დაშვებსი სისტემა გვექნება, (ეს ყველაფერი შეთანხმდება) . ცალკე საშვები ასე არ არსებობს, ყოველშემთხვევაში ჩემამდე არ მოსულა, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ვმართავთ, იმიტომ, რომ არის გამონაკლისები და იმართება ხელოვნურად”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. 

სსდს-ს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა პატრიარქის პიროვნებაზეც და თქვა, რომ ილია მეორე ძალიან დააკლდება საზოგადოებას.

იყო სიყვარულით სავსე და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული. მისთვის ქვეყანა და ხალხი იყო უპირველეს ყოვლისა. ძალიან ვწუხვარო, რომ მსგავსი ადამიანი გამოაკლდა ქართულ საზოგადოებას. ჩემთვსი ძალიან პატივსაცემი და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. მას ძალიან უყვარდა სამშობლო”, – თქვა ჩუბინიძემ. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

ცნობილია, რომ პატრიარქი  თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.  ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.