“მე-5 დილა ზაჰესის იზოლატორთან”

„გამთენიისას ტაქსის მძღოლმა ყავით გამამხნევა. შვილის ამბავიც მომიყვა, აქციებზე დადის და 2000 ლარით დააჯარიმესო. ისეთი გაბრაზებული იყო, იქეთ გამიხდა დასამშვიდებელი. დაღვრემილმა ბაბუმაც მომაკითხა. არაფერი გვეშველებაო, წუხდა. ზვიადის ამბავსა და ახალგაზრდების შემართებაზე მოვუყევი. გვეშველება მემგონიო, ამით დაასრულა და წავიდა. ესეც ჩემი გასამხნევებელი გახდა. ჯერ დღე ახლა დაიწყო და ჩემს ანგარიშზე 1 დამშვიდებული, 1 გამხნევებული და „მთავრობის“ მოძულე 2 უცნობია. დღის ბოლოს სრულ სტატისტიკასაც მოგახსენებთ“ — წერს დათო სიმონია „ფეისბუქზე“.
14 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა რესტორან „ბაბილოსთან” დაკავებულ ზვიად რობაქიძეს 10 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა. დათო სიმონია რობაქიძის დაპატიმრებას ზაჰესის იზოლატორთან აპროტესტებს და ამბობს, რომ იზოლატორთან რობაქიძის პატიმრობის დასრულებამდე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან