“მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი – აჰა, შეგიძლიათ ეს აიღოთ” – სააკაშვილი

როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა ეს არის რუსული სააკაშვილიო, ნავალნის არ ახსენებდა, მისთვის ნომერ პირველი მტრები სანამ ზელენსკი გაჩნდებოდა, ვლადიმერი ჩემი უშუალო შეფი ახლა – ამის შესახებ მსჯავრდადებულმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი სასამართლო საქმის სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა, სადაც ის რუსი ოპოზიციონერის, ს გარდაცვალებასაც გამოეხმაურა.
ს თქმით, პუტინმა ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, ხოლო მეორე, მის ხელშია, რადგან საქართველოს კონტროლდება რუსული სპესამსახურების მიერ.
“ნავალნისთან მე მქონდა მიმოწერა, მან ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოსთვის დაყენებული პოზიციების მიმართ, ჩემთან მიმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო, მე ძალიან დავაფასე. […] ნავალნიმ გამოხატა მისი სოლიდარობა თავისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ, მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, ნემცოვი რომელთანაც ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ძალიან ვმეგობრობდი და ახლა ნავალნი. პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით, პუტინი თავიდანვე დაიმუქრა რომ მე მოვხდებოდი ციხეში, თავიდანვე დაიმუქრა რომ მე აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად, როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა ეს არის რუსული სააკაშვილიო, ნავალნის არ ახსენებდა, მისთვის ნომერ პირველი მტრები სანამ ზელენსკი გაჩნდებოდა, ვლადიმერი ჩემი უშუალო შეფი ახლა, რადგან მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ის ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნავალნი, გამოხატავდა ამას ყველანაირად, რომ იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები, ერთი ნომერ პირველი მტერი მან მოიშორა, მეორე მის ხელშია, იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ეხება საქართველოს პენიტენციურ სისტემას თავიდან ბოლომდე კონტროლდება მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მე ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის, ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი აჰა, თქვენ შეგიძლიათ ეს აიღოთ, გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად და ეს აუცილებლად ასეც განხორციელდება”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ