“მე უწ­მინ­დე­სის მიერ გა­მორ­ჩე­ულ მო­საყ­დრეს ვუ­ჭერ მხარს. ხმა უნდა მივ­ცე მე­უ­ფე შიოს” – მეუფე სტეფანე

7
ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა, ასე­ვე ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზა­ნა­თის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში ქა­და­გე­ბი­სას, პატრიარქის არჩევაზე ისაუბრა და თავისი მხარდაჭერა წინასწარ, საჯაროდ დააფიქსირა. მოქალაქეებმა მის ქადაგებას საარცევნო კამპანიაში ჩართვა უწოდეს ვიდეოს კომენტარებში.
„მე თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ, რომ მე უწ­მინ­დე­სის მიერ გა­მორ­ჩე­ულ მო­საყ­დრეს ვუ­ჭერ მხარს. მე ვფიქ­რობ ასე: ხმა უნდა მივ­ცე მო­საყ­დრე მე­უ­ფე შიოს და ეს არის ჩემი პო­ზი­ცია, არ მჭირ­დე­ბა არა­ვის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ეს უკვე ნათ­ქვა­მი მაქვს და არა­ვის­თან გავ­ცემ ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უს…
მე უწ­მინ­დესს ვენ­დო­ბი, მის გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ანს ვენ­დო­ბი. 9 წე­ლია მე­უ­ფე შიო ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს ეკ­ლე­სი­ას უწ­მინ­დე­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მე ვიცი, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მას­თან და ვიცი, რო­გორ წყვეტ­და უწ­მინ­დე­სი სა­კი­თხებს მე­უ­ფე შიოს მეშ­ვე­ო­ბით. მე­უ­ფე შიოს თვით­ნე­ბუ­რად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩემ­თვის პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და, უწ­მინ­დე­სის სი­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რა­ი­მე რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში. მე ვხე­დავ მის ერ­თგუ­ლე­ბას, მე ვხე­დავ მის უწ­მინ­დე­სი­სად­მი ყვე­ლა­ნა­ირ გა­მო­ხა­ტულ სიყ­ვა­რულს და რა თქმა უნდა, მე სხვა ვა­რი­ანტს არ ვუშ­ვებ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. სხვა რას გა­ა­კე­თებს, ვერ ვა­გებ პა­სუხს“, – აღ­ნიშ­ნავს მიტ­რო­პო­ლი­ტი სტე­ფა­ნე.
ცნო­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა.