მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მოგესალმებით ჩემო მეგრელებო, მოგესალმებით ჩემო სვანებო,
მივესალმები სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, გამორჩეულად ნიჭიერ და ძლიერ ხალხს, პატრიოტ ხალხს!
მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენო ერთგულო მხარდამჭერებო, ჩემო თანამებრძოლებო!
გავიხსენოთ რა მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ვერცერთი მოქალაქე ვერ დაივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელსაც ანტიეროვნული და ბოროტი სისხლიანი რეჟიმი ავლენდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ამ რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს ყველაზე მეტად ახსოვთ ის ტრაგედიები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ მოუტანა სამეგრელოს და მთელს საქართველოს: უდანაშაულო ადამიანების წამება, ოჯახების აწიოკება და შეკვეთილი მკვლელობები, ხალხის ქუჩაში დახოცვა, ბიზნესის რეკეტი და კერძო საკუთრების წართმევა, სახლების წართმევა, მედიისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. ჩვენ გვახსოვს ადამიანების გატაცება, დახოცვა. ადამიანები უგზო-უკვლოდ ქრებოდნენ. ხდებოდა სისტემური დანაშაულები, საპატიმროებში და საიდუმლო სამალავებში უდანაშაულო ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება ხდებოდა. ყველას გვაქვს ნანახი ის საშინელი, მძიმე კადრები, ციხის კადრები და სამალავებში გადაღებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, მაგრამ ყველა უბედურებასთან ერთად მეგობრებო, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. თან ახლავდა ამ ყველაფერს მუდმივი ქაოსი, არეულობა და გვახსოვს ისიც, ს დროს საკუთარ მოქალაქეებს როგორ უწყობდნენ ტერაქტს… სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ ჩააბარეს ტერიტორიები რუსეთს, დაუკანონეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, აჩუქეს კოდორის ხეობა და ამის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. ასეთი დიდი ბოროტების, მე ვიტყოდი, ურჩხულის დამარცხების იმედი თითქმის ყველას გადაწურული ჰქონდა, მაგრამ გამოჩნდა კაცი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ვინც თქვენთვის, ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გადადო თავი, მოვიდა და დაამარცხა ჩვენი ხალხის მჩაგვრელი ბოროტი ძალა და 1 ოქტომბერს მოიპოვა ისტორიული გამარჯვება, რითაც გაათავისუფლა ჩვენი ხალხი და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა!
1 ოქტომბრის გამარჯვებამ მეგობრებო, თავისუფლებასთან ერთად მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის ბაზარი, ს ბაზარი, ქვეყანა გახდა სტაბილური და სიტუაცია პროგნოზირებადი.
დღეს, მიუხედავად ამ წინსვლისა და მიუხედავად ძალიან ნათელი არჩევანისა, ისევ ის უბედურება, ის მძიმე რეჟიმი, რომელიც ჩვენს ხალხს ჩაგრავდა კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. თქვენ იცით კარგად, რომ მათ შექმნილი აქვთ ე.წ. 4 ბლოკი. მათ ამჯერად შეცვალეს ტაქტიკა და ფრონტი გაშალეს და წინასწარ, რეალურად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ დე ფაქტო გაფორმებული კოალიცია აქვთ რა თქმა უნდა ისევ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერობის ქვეშ. ახლა, ორი წუთით მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს აგენტურა, სააკაშვილის მოკავშირე ხაზარაძე და მოღალატე გახარიას პარტიებით ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი არიან სხვა პარტიები და ხალხს მოუწოდებენ თუ ძველი და ახალი ნაციონალების დაბრუნება არ უნდათ ან „ოცნება“ არ მოსწონთ, ხმა მისცენ თაღლით ხაზარაძეს და მოღალატე გახარიას, ამ დროს ჩვენ კარგად ვიცით, შეხედეთ მათ სახეებს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს აგენტურა ყველა ერთმანეთში არის აღრეული. ვინ არის პარტია „ახალი“ – თქვენ კარგად მოგეხსენებათ , რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო და ათასობით ჩვენი მოქალაქე გაამწარა და გააუბედურა, მისი პარტნიორი სააკაშვილის ასევე მსახური, ნაციონალების კოალიციურ მთავრობაში შესვლას ადასტურებს უკვე თავის ხელმოწერით კაცი, რომელმაც ჯერ საკუთარ ქვეყანას უღალატა და უღალატა საკუთარ გუნდს, გახარიას ვგულისხმობ, რომელმაც ყველაზე მწვავე კრიზისის დროს გახსოვთ თქვენ, მიატოვა ქვეყანა და მიატოვა გუნდი, და შემდეგ პატრონების დავალებით შექმნა პარტია და ახლა უკვე მე ვიტყოდი პირდაპირ სტაჟიანი აგენტის ს ომის ქარტიაზე ხელმოწერით დაადასტურა მზაობა, რომ შევიდეს სისხლიანი, ამ აგენტურის კოალიციაში.
ასევე, მინდა გავახსენო საზოგადოებას ხაზარაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანოს შეცდომაში. ხაზარაძემ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, გახსოვთ. ხალხს, პირდაპირ უნდა ვთქვა, ახრჩობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირი მნიშვნელობით მოროდიორობდა სააკაშვილის მმართველობის დროს. იგი თავად იფორმებდა წართმეულ ბიზნესებს და ქონებებს, სახლ-კარს. ასევე შეგახსენებთ, ვინაიდან ამ ულამაზეს კუთხეში ვიმყოფებით, სამეგრელოში, სწორედ ხაზარაძემ ვერ ააშენა ანაკლიის პორტი და ჩვენი მთავრობა 4 წელი ელოდა მას, მაგრამ უშედეგოდ… და ამის შემდეგ წავიდა და სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას უჩივლა საერთაშორისო სასამართლოში და ჩვენი ბიუჯეტიდან, თქვენი ბიუჯეტიდან ითხოვდა მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, რომელიც რა თქმა უნდა საბოლოოდ სამართლიანად წააგო. ახლა ისიც, თავისი კოლეგა გახარიას მსგავსად ცდილობს ბარიერის გადალახვას, რათა შემდეგ ისევ, როგორც ვთქვი, ნაციონალების ანუ აგენტურის კოალიციაში გაწევრიანდეს, რომლებიც ყველანი ერთად მეგობრებო ქვეყანას ჰპირდებიან დიდ ქაოსს, ომს, უბედურებას, ხალხის და ქვეყნის ნგრევას და განადგურებას. მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში! ამ უსამშობლო ადამიანებმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების საშუალებას! ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იმედად, ერთად, ძლიერად უნდა ვაჩვენოთ ყველამ, რომ ვდგავართ მტკიცედ და ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა.
მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, ღირსებას, სტაბილურობას და განვითარებას. 26 ოქტომბერს მეგობრებო გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს სიმართლე და გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული, ამაყი ხალხი, გაიმარჯვებს სამეგრელო და გაიმარჯვებს საქართველო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი