მე მექნებოდა იდეა, რომ გამოვაცხადოთ შაბათობა და მთელი ქალაქი წავიდეთ ერთ დღეს წერეთლის გასარემონტებლად –

მ მთავრობის სხდომაზე ოპონენტები გააკრიტიკა და თქვა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები წერეთლის გამზირის თემით მანიპულირებას ცდილობენ.
ოპოზიციის ნაწილი კი, გამოძიებას ითხოვს.
“კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. თუ ვინმეს უნდა შეუწყვიტონ ხელშეკრულება, თბილისელებმა ხელშეკრულება ს და “ქართულ ოცნებას” უნდა შეუწყვიტონ,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე ს კი იდეა აქვს, მთელი ქალაქი ჩაერთოს წერეთლის რეაბილიტაციაში.
“მე მექნებოდა იდეა, რომ გამოვაცხადოთ შაბათობა და მთელი ქალაქი წავიდეთ ერთ დღეს წერეთლის გასარემონტებლად. მე ერთადერთი ვიცი, რომ ვერ დავდივართ წერეთელზე და მინდა ეს პროცესი მალე მორჩეს. მე ადამიანების იმედი უფრო მაქვს, ვიდრე სახელმწიფო უწყებების,” – აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
წერეთლის გამზირზე 4-მა ახალმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი” პროექტს დაასრულებენ. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა 2 კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, პროექტი დათქმულ ვადებში შესრულდება. პარალელურად, მერია შესყიდვების სააგენტოს მიმართავს, ორივე კომპანია შავ სიაში შეიყვანოს. მათ მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები