,,მე მგონია ქოცები პატიმრების ამბავმა იმდენად შეაწუხათ, რომ შერბილების გზების ძებნა დაიწყეს” – ბადრი გრიგალაშვილი

,,გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი, ბადრი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,გუშინ ს საზმაუზე თავის მართლების ტონი ემჩნეოდა სინდისის პატიმრებთან მიმართებით.
ორი განცხადება იყო საინტერესო:
1. ზოგადად სინდისის პატიმრებზე თქვა, რომ რეპრესიები არავის სჭირდება, მაგრამ პრევენციისთვის იყო მნიშვნელოვანიო.
2. მზია ამაღლობელმა აღიაროს რაც გააკეთა და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო.
ასევე, ჯერ დაელოდონ საერთოდ სასჯელს, ვინ ეკითხებათ მათ კვალიფიკაციის განხილვასო.
ამ ორ ფრაზაში საპროცესო შეთანხმების შეთავაზება იკითხება.
კობახიძის პარალელურად, ყაველაშვილმა მეორე შეთავაზება გაუკეთება დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შეწყალებაზე.
ამ ყველაფერს დღეს პროკურატურის მხრიდან საბა სხვიტარიძის ბრალის გადაკვალიფიცირება მოჰყვა, რაშიც რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი დაცვის მხარეს მიუძღვის.
თუმცა, უფრო დიდ სურათში, მე მგონია ქოცები პატიმრების ამბავმა იმდენად შეაწუხათ, რომ შერბილების გზების ძებნა დაიწყეს. არ ვიცი კვლევებში ნახეს უარყოფითი დინამიკა თუ დასავლეთს ეპრანჭებიან, თუ ორივე მიზეზი ერთადაა, მაგრამ არ მგონია შემთხვევითი ეს ყველაფერი.
ფაქტია, რომ არსებული მდგომარეობა აწუხებთ და სჭირდებათ პროცესის ნორმალიზება.“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს