„მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ ვინ შეიძლება იყოს ახალი გაერთიანების პერსონა“ – ეკა ბესელია

მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ ვინ შეიძლება იყოს ახალი გაერთიანების პერსონა, – ამის შესახებ მ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა:
„ამ დარჩენილ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, დაახლოებით 10 თვე იქნება რეალურად სამუშაო პროცესი არჩევნებამდე, ამ დარჩენილ დროში რაღაც ახალი რომ მოვიგონოთ და ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ამის დრო არ გვაქვს. ახალი ზეციდან არავინ ჩამოვა და არავინ გაჩნდება. ამ მოცემულობაში, 2012 წელს როგორი გამარჯვების ფორმულაც შევქმენით და მაშინ ლიდერი ივანიშვილი იყო, შეიძლება, მსგავსი ტიპის იდენტური ლიდერი ვერ მოიძებნოს, მაგრამ შიეძლება იყოს ვინმე, ვინც შეძლებს ლიდერის ფუნქცია ჰქონდეს, მაგრამ მთელი დატვირთვა ექნება ფორმულას, როგორიც მაშინ იყო, ანუ დიდი გაერთიანება არსებული პატარა პარტიებიდან…
მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ ვინ შეიძლება იყოს ახალი გაერთიანების პერსონა, მაგრამ ამას ჯერ არ გაგიზიარებთ…“
„წარმოვიდგინე, რომ ს ბოდვითი სიზმრები აქვს და რამდენს ინერვიულებს“ – აცხადებს ბესელია:
„რატომ მეღიმება იცით, წარმოვიდგინე, რომ კობახიძეს ბოდვითი სიზმრები აქვს და შიშის გამო ხან რა ტიპის კონფიგურაციას მოხაზავს თავის გონებაში და ხან რას. ახლა წარმოვიდგინე, არჩევნებამდე ცოტა დრო კი არის დარჩენილი, მაგრამ რამდენი ვერსია შეიძლება, რომ გაუჩნდეს და რამდენს ინერვიულებს, ჯერ სად არის. “ოცნების” ლიდერები ღელავენ სალომე ზურაბიშილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ეს ნერვიულობა გაუძლიერდებათ მაშინ, როდესაც ს ეტაპს მიუახლოვდებიან”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე – საია-მ უთხრას მოქალაქეებს, ჰქონდათ თუ არა მოთხოვნილი სტრასბურგის სასამართლოსთვის დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება, ან შესაძლოა მიმართეს და უარიც კი მიიღეს ამასთან დაკავშირებით, რაც ასევე, კიდევ უფრო უარესი იქნებოდა