“მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს” – ხუხაშვილი

“მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს” – ხუხაშვილი
პოლიტოლოგი, სოციალურ ქსელში წერს:
“მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს.
ამისთვის ორი მიზეზი მაქვს:
1. ახლა ევროპა აბარებს საკუთარი როლის და ფუნქციის გაძლიერებისთვის სერიოზულ გამოცდას, რისი წარმატების შანსი ვფიქრობ საკმაოდ მაღალია. უბრალოდ, სხვა გზა აღარ რჩებათ.
2. ამერიკული დემოკრატიაც აბარებს არანაკლებ სერიოზულ გამოცდას.
-ში უამრავი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორი არსებობს, რომელიც სავარაუდოდ ამუშავდება და რომლის გადალახვაც ტრამპს გაუჭირდება.
მას სერიოზული, პრაქტიკულად გადაულახავი წინააღმდეგობა ელოდება არა მხოლოდ ინსტიტუტებისგან, არამედ საკუთარი პარტიიდანაც და მაღალი ალბათობით, თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც რეალური გახდეს.”

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!