“მე მათ არ ვასწავლი კაცის მოკვლას, მე მათ ვასწავლი როგორ გადარჩნენ…” – ვანო ნადირაძე

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე:
“როცა რომელიმე ჯგუფს ლექციას უტარებ ნაღმებზე, დივერსიაზე ,დაზვერვაზე… მე მათ არ ვასწავლი კაცის მოკვლას, მე მათ პირველ რიგში ვასწავლი როგორ გადარჩნენ, ვასწავლი დაჭრილი მეგობრის ევაკუაციას, ვასწავლი თითოეული ქვეით სააწინააღმდეგო ნაღმის მოქმედებას. ორი, სამი, ზოგჯერ ოთხი საათი განუწყვეტლივ. ამის გამო ხშირად მეკითხებიან ხოლმე “არ იღლები?”, არ ვიღლები. ესაა ჩემი პროფესია და ვალდებულება.
ოცნების ხელისუფლება უკვე კარგად იცის ხალხმა რომ უნდა წავიდეს.
მაგრამ ოპოზიცია ხალხს ვერ უხსნის რატომ არიან ისენი კარგები და რატომაა ევროპა კარგი, ვერ უხსნის მის კარგიანობას, ვერ უხსნის სხვადასხვა სფეროში და დარგში რა პროგრესი და ცვლილება ელოდება.
მაგალითად სოფელში რომ ჩადიხართ და გლეხს ელაპარაკები სიტყვის თავისუფლებაზე ან გენდერულ თანასწორობაზე რაღაც თესიზებად იმ გლეხს სულ ფეხებზე კიდია რაზე ესაუბრები.
იმის ინტერესიდან გამომდინარე ელაპარაკე თუ რა შედეგი და რას მოიგებს, როგორაა განავითარებული სოფლის მეურნეობა ევროპაში და რა პროგრესი აქვთ.
ისწავლეთ ხალხთან ურთიერთობა, ნუ ელაპარაკებით სადღეგრძელოებით და ლოზუნგებით…. ყველაფერი აუხსენით დეტალურად და კონსტრუქციულად, მათთვის გასაგებ ენაზე თუ გინდათ რომ ხალხი მოიყვანოთ არჩევნებზე და გაიმარჯვოთ.
ნუ იღლებით და ნუ მიიჩქარით უკან თქვენი ოფისებისკენ, მეტი დრო გაატარეთ ხალხთან.

ასევე დაგაინტერესებთ