მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში, არ ვიცი როგორი იყო იმჟამინდელო ყოფა, არც საკუთარ თავზე გამომიცდია ის ტანჯვა და ტკივილი, რომელსაც ჩემი ქვეყანა მონობაში “განიცდიდა” მაგრამ წამიკითხავს , მსმენია იმ ხალხზე, იმ დაჩიავებულ, დაბეჩავებულ ხალხზე, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა….
მართალია არ მტკენია მაშინ, მაგრამ მტკივა ახლა, მტკივა ყოველ დილით ….
როდესაც ადამიანებს დედის ზარი უხარიათ და აბედნიერებთ , მე შიშს მგვრის, ვაითუ რა უნდა მითხრას დედამ ?! იქნებ ბოლოჯერ მელაპარაკება საერთოდ ?! მე იმ დედის შვილი ვარ რომელიც 3 წელია უკრაინაში ცხოვრებს , იქ სადაც გამუდმებით სირენების ზუზუნია , გამუდმებით იხოცებიან, და შენ, დედაჩემი, მეუბნები რომ ასეთ დროს სახლში ვიჯდე?! მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას ვჭირდები?!
მაშ, რატომ ვსწავლობთ ვაჟას , ილიას, აკაკის?! რატომ ვიზუთხავთ მათ ნაწარმოებებსა და წარსულს?! რატომ ვსწავლობ საერთოდ მიხეილ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, იმ ადამიანი უნივერსიტეტში, რომელიც რუსეთის რეპრესიებს ემსხვერპლა ?! არა დედა, თუ ჩემს სამშობლოს დასჯირდება, არც დავფიქრდები ისე გავწირავ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ადამიანი ვიქნები, და შემდეგ ვერც მომავალი იურისტი …