“მე თუ სხვა გზას ვირჩევ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გზა უნდა ჩავჩეხო” – ბაია პატარაია

უფლებამდაცველი, ბაია პატარაია:
მე ვთვლი, რომ ხელი არავის უნდა შევუშალოთ ამ პროტესტში. წინააღმდეგობამ უნდა სცადოს მრავალი ფორმა. მე პირადად ვარ იმის მომხრე, რომ უნდა გავუძლოთ: უნდა მაგრად და ჯიუტად დავუდგეთ და რეჟიმის ჩამოქცევას ვიხილავთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ხედვა და ერთი გზაა. არსებობს სხვებიც…
გული მწყდება იმ აქტივისტურ ჯგუფებზე, რომლებიც რადიკალურად მოგვეჩვენა, ხელი შევუშალეთ და ხელი ავაღებინეთ მათ იდეებზე ზედმეტი დამუნათებით და ისტერიული გმობით. არაა ეგ სწორი. რაც რადიკალურად მოგვეჩვენება, ყველაფერს ხელი კი არ უნდა შევუშალოთ?! შეგვიძლია წყნარად და ღიად გავემიჯნოთ; ჩაკვლა საჭირო არ არის. დიახ, ხაბეიშვილსაც ვგულისხმობ. მე თუ სხვა გზას ვირჩევ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გზა უნდა ჩავჩეხო. გვახსოვდეს, რუსი ოლიგარქის დამარცხების ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. და ისიც გვახსოვდეს, რომ არსებობს კარგი იდეები, მაგრამ არ არსებობს შესრულების რესურსი – ასეთად მიმაჩნია საყოველთაო გაფიცვა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ავწიეთ ვერც ბიზნესმა და ვერც კლიენტებმა. (იქნებ ოდესმე ისევ მივუბრუნდეთ, თუ მოვმწიფდით სამაგისოდ). ხოდა, აკეთოს ხაბეიშვილმა ის, რისიც სჯერა. ხელი კი საქოცეთმა შეუშალოს და არა ჩვენ. ხაბე მაგალითია, თორემ მე ყველა სხვა ჯგუფზეც ეგრე ვფიქრობ. ეხლა მკითხავთ ლელოს და გახარიასაც ვაცალოთო?! კი ბატონო, არ დავეთანხმოთ, თუმცა, არც მანდაა საჭირო აგრესიული ლანძღვა. ლელო და გახარია თავისით ჩაფუჭდებიან, ისეთი მარცხისთვის განწირული გზა აირჩიეს. (წინასწარ მეზარება იმის წარმოდგენა, 4 ოქტომბერს წუწუნს რომ დაიწყებენ, გაგვიყალბესო. კაი ერთი, რას მელაპარაკები?! რომ გააუქმა ბიძინამ, ზუსტად მაგიტომ არ იღებს მაგ ფარსში მონაწილეობას რვაზე მეტი პარტია). მოკლედ, მთავარია ვკონცენტრირდეთ რუს ბიძინაზე – ქვეყნის ნამდვილი უბედურებაზე და არ დავჭამოთ ერთმანეთი. მე მჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში მაინც წინააღმდეგობის ყველა ფრთა ერთად დადგება, რადგან საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია!
ცეცხლი ოლიგარქიას!

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს