მე თუ ვერ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც ვერ მიიღებს იმუნიტეტს, ჯო მზად იყოს ბრალდებისთვის – ტრამპი

მე თუ ვერ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც ვერ მიიღებს იმუნიტეტს, – ამის შესახებ -ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში, „თრუსში“ წერს.
ტრამპის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში „ჯო მზად უნდა იყოს ბრალდებისთვის“.
„რა თქმა უნდა, მე, როგორც -ის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, იმუნიტეტი მქონდა. მე არ ვაწარმოებდი წინასაარჩევნო კამპანიას, დიდი ხნის დასრულებული იყო. მე ვეძებდი ხმების გაყალბებას და ვიპოვე ის, რაც ჩემი ვალდებულება იყო. სხვა მხრივ, ვმართავდი ქვეყანას“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში დღევანდელ პროცესს დაესწრო. სასამართლომ პროცესზე მხარეთა არგუმენტები მოისმინა. დონალდ ტრამპმა სასამართლო უკვე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა