“მე ვწუხვარ, ამ ადამიანის გამო, რაც მას გადახდა…” – ხაბეიშვილი კობახიძეზე

ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისას, თქვა:
“მე ვწუხვარ, ამ ადამიანის გამო, რაც მას გადახდა თუნდაც ბოლო დღეებში, როცა
ხალხმა ადეკვატური პასუხი გასცა. ამის შემდეგ, საერთოდ რატომ აძლევს თავს
უფლებას, რომ საქართველოს სახელით ისაუბროს. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, ერთი
კონკრეტული ადამიანია, რომელიც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას, ფინანსურ
რესურსებს და მას, როგორც ჩანს, ამის გარეშე არ შეუძლია, თორემ, თავმოყვარე ადამიანი,
მას შემდეგ, რაც მას თავისუფლების მოედანზე დაემართა, ცხადია თანამდებობაზე არ
უნდა იყოს. კიდევ ბევრი მიზეზია, თუმცა, ეს ბოლო მაინც განსაკუთრებულია.
პოლიტიკოსისთვის ამაზე მეტი სიცხადე კიდევ რა შეიძლება იყოს ?”

ასევე დაგაინტერესებთ

ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით, ყოველთვის ვიბრძოლებ იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია! – გიორგი აბდალაძე