“მე ვარ გიორგი მიქაუტაძე” – გზა ლიონიდან დიდ გამარჯვებამდე – Marao

“მე ვარ გიორგი მიქაუტაძე” – გზა ლიონიდან დიდ გამარჯვებამდე – Marao
ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი მიქაუტაძის სახელი უკვე კარგად იცის. საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.
“ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო წუთებზე გოლის გატანა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გოლით რომ გადაწყვეტ მოგებას. სულ ბურთი მქონდა ფეხებთან. მამაჩემმა მიმიყვანა ფეხბურთზე, როცა ექვსი წლის ვიყავი. ერთი წლის შემდეგ “ოლიმპიკ ლიონში” გადავედი. იქ შვიდი წელი ვვარჯიშობდი, საიდანაც Saint priest-ში წავედი ორი წლით, იქიდან კი “მეციში“ გადმოვედი.
ფიზიკურად პატარა ვიყავი, არ ვიყავი ძლიერი, მაგრამ ფეხბურთი ვიცოდი, ტექნიკა მქონდა, გოლები გამქონდა. პრობლემა უფრო ფიზიკურობა იყო და ამიტომ გამომიშვეს. არ მეწყინა, მაგრამ მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ იქ დავიბადე, ლიონში და უმაღლესი კლუბი იქ “ლიონია“; მანდ მინდოდა, მაგრამ ეგრეა, ფეხბურთია. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა“, – ამბობდა ფეხბურთელი.
გიორგი მიქაუტაძე
“მე ვარ გიორგი მიქაუტაძე. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში. ვარ საფრანგეთის მოქალაქე. მყავს დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და.
6-7 წლამდე ვთამაშობდი კლუბ “გერლანდში”. 8 წლიდან ლიონის “ოლიმპიკის” საფეხბურთო აკადემიაში ერთკვირიან შემოწმებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ორ დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩარიცხული ვიყავი კლუბის აკადემიაში. 8-დან 15 წლამდე ვიყავი “ლიონში”. შემდეგ გადავედი “ას პრიესტში”, სადაც 15 წლიდან 17 წლამდე ვთამაშობდი.
2017 წელს, როცა 17 წლის ვიყავი, ლიგა 1-ის კლუბ “მეცთან” ხელი მოვაწერე 2-წლიან კონტრაქტს, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში შეიცვალა, ხოლო 2019 წლის ბოლოს გავაფორმე 3-წლიანი პროფესიული კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.
“მეცში” კონტრაქტის შემდეგ 8 წუთი ვითამაშე “ნიცას” წინააღმდეგ, ხოლო “რენთან”, “მარსელთან” და საფრანგეთის თასზე “დიჟონის” წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი” – ასე ახასიათებს საკუთარ თავს ფეხბურთელი.
საქართველო – პორტუგლია
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაამარცხა, ანგარიშით 2:0. პირველი ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო, რაც მე-2 წუთზე ს გოლით გაგრძელდა.
მან პორტუგალიელების კარი მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ აიღო. ამის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას დაეუფლნენ და უპირატესობაც მათ მხარეს იყო, თუმცა ჩვენები კარგად იცავდნენ თავს. მე-16 წუთზე თამი ჩართვა მოუწია გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რონალდუს უძლიერესი დარტყმა მოიგერია.
57-ე წუთზე კი პორტუგალიის კარში პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ეს მისი მე-3 გოლია ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელებმა საკუთარ საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქციეს, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ზუსტად შეასრულა მიქაუტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ