“მე ვარ ბებია, დედა და ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ შემიძლია მოვუწოდო სკოლებში ბავშვებს, რომ გამოვიდნენ…გაოგნებული ვარ“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის რეპლიკას, რომ პრეზიდენტმა სოციალური ქსელით სკოლებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდა უპასუხა.

“მოწოდებები საქართველოში ინგლისურად არ კეთდება სოციალურ ქსელში, რომელიც არის უცხოელებისთვის. ეს ყო აღწერა იმის, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე, რაც სხვაგან ხდებოდა. მე ვარ ბებია, დედა და ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ შემიძლია მოვუწოდო სკოლებში ბავშვებს, რომ გამოვიდნენ.

გაოგნებული ვარ, რომ შეიძლება ვიღაცას საპატრიარქოში შეიძლება სჯეროდეს, რომ მე შეიძლება ასეთი მოწოდება გავაკეთო. მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრულების მისამართით და ბავშვებისთვის რატომ გავაკეთებდი.

მე იქ ვწერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების აღწერა, რადგან ვიცი, რომ ჩემი პოსტები იკითხება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა