,, მე ესე ვაჭმევ ლუდის ნახარშს, ვაჭმევ სილოსს, სილოსი შეიძლება იმდენად ცუდი იყოს, რომ მოგენატროს სკინტლი” – ლაშა პაპაშვილი

ყვარლის ბაგის მფლობელმა, ლაშა პაპაშვილმა გირჩი ტვ-ს ეთერში განაცხადა:
,,მე არ ვყიდი საცალოდ არაფერ პროდუქტს, რასაც აწერია ინგრედიენტები. როცა ჩემი მყიდველი არის ამხელა კომპანია, სანტე ყოველდღიურად ბოლო 5 წელია 20 ტონამდე რძეს ყიდულობს საშუალოდ, ის 12-ს, მესამე 10-ს და ისინი სქრინინგს აკეთებენ იცით როგორს, მთელი სპექტრია დოკუმენტების. მომხმარებლისთვის უნდა იყოს გასაგები, რომ ამომწურავი ინფორმაცია უდევს ყოველდღიურად. პირდაპირ როცა მიდის, ანუ ჩემგან გავიდა რძე, იქ თუ არ გაიარა… ეს არის ბაქტერიული დაბინძურება, სომატური უჯრედები, ცხიმი, პროტეინი, სიმკვრივე, მჟავიანობას თუ უძლებს. ნამყოფი ვარ სანტეშიც, აგროჰაბშიც, სოფლის ნობათშიც – დიდი განყოფილება აქვთ, სადაც ტარდება ყოველდღიური ანალიზი.
რა კითხვა უნდა გაჩნდეს?! მე ესე ვაჭმევ ლუდის ნახარშს, ვაჭმევ სილოსს, სილოსი შეიძლება იმდენად ცუდი იყოს, რომ მოგენატროს სკინტლი, თუ მას არ დაამზადებ სწორად”. (ტაბულა)

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო