სასამართლომ რესტორან “ქვევრის” მმართველობა ბერას ძმაკაცს, ლაშა ბასლანძეს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს, დღეს კი რესტორანთან ბასლანძე აღსრულების ბიუროს თანამშრომლებთან და სამართალდამცველებთან ერთად მივიდა:
“სამართლებრივად მივმართეთ სასამართლოს. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოიჯარე მხარე ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა შევიდეთ მმართველობაში. ამდენი ხანია ვცდილობდით შესვლას და არ გამოვიდა…სასამართლომ მიმართა აღსრულებას” – ამბობს ბასლანძე ტვ პირველთან.
მფლობელის, ზურაბ ტიბუას ადვოკატის თქმით, სასამართლომ იმ მხარეს დაუკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებას არღვევდა, გარდა ამისა, მისივე თქმით, დღემდე არაა დაწყებული გამოძიება რამდენიმე კვირის წინ, რესტორანში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელშიც იარაღი ფიგურირებს.
ადვოკატი, თამარ აბესაძე:
“ძალიან გასაოცარია ეს ამბავი იმიტომ, რომ სასამართლომ ჩვენ უარი გვითხრა. მხარე არ ასრულებს ვალდებულებას, ასევე მოვითხოვეთ ხელშეშლა მისი მხრიდან, მაგრამ სასამართლომ ჩვენ კი არ დაგვიკმაყოფილა კანონიერი მოთხოვნა, არამედ იმ მხარეს დაუკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც არღვევდა საიჯარო ხელშეკრულების პირობებს. ამ ინციდენტის გამო, არც პასუხისგებაში მიუციათ არავინ. იქ იყო მუქარა იარაღით სიცოცხლის მოკვლის მუქარა, პოლიციის რეაგირება არის ნოლი, პროკურატურის რეაგირება არის ნოლი”,
7 სექტემბრის ღამეს რესტორან ქვევრში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნის მეწილემ ლაშა ბასლანძემ კიდევ ერთ მეწილეს, ზურაბ ტიბუას სცემა და უმისამართოდ ისროლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ტიბუას ადვოკატის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი მაშინ მფლობელის, ანუ ტიბუას მხრიდან ბასლანძისთვის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა, ვინაიდან ბასლანძე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა.
პირობა მქონდა დადებული რომ ამ დღეს Zaza Nozadze ის ამ პასუხით ვუპასუხებდი მეც:
