,, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი შეხვედრის ორგანიზება” – ტრამპი

CNN-ის თანახმად, დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე დაწერა, რომ მან ეს საკითხი ვლადიმერ პუტინთან თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.
“შეხვედრების დასრულების შემდეგ, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი შეხვედრის ორგანიზება, რომელიც ჯერ კიდევ დაზუსტდება”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ს თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ , და თავად დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება შეხვედრა.
მან თქვა, რომ მისი დღევანდელი შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეეხო, რომელსაც “სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით”.
სა და -ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი რომ გაიმართა, ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
უშაკოვის თქმით, საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.
„აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
უშაკოვის თქმით, პუტინმა და ტრამპმა რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ განაცხადეს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა შეწყვიტა, რათა ვლადიმერ პუტინთან დაერეკა.