“მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რომ…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ჯილ­დოს სა­ხით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან და ფონ­დი “ქარ­თუს­გან” 30 მი­ლი­ო­ნი ლარი მი­ი­ღო. ნაკ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე არ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც კა­პიტ­ნის, გუ­რამ კა­ში­ას კო­მენ­ტარ­საც ვკი­თხუ­ლობთ. კა­შია “ქარ­თუს” და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბას უხ­დის. მად­ლო­ბა გა­და­ი­ხა­და ასე­ვე ჩვე­ნი გუნ­დის მე­კა­რემ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა.
აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლებს აკ­რი­ტი­კებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეს თემა გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია. ნა­წი­ლი სპორ­ტსმე­ნებს აკ­რი­ტი­კებს, ნა­წი­ლის იცავს მათ და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.
ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი წერს, რომ ის არის “ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი იმ ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მე­ლიც მად­ლი­ე­რია ივა­ნიშ­ვი­ლის”.
“მე გახ­ლა­ვართ ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი იმ ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მე­ლიც მად­ლი­ე­რია ბი­ძი­ნა­სი იმის­თვის, რაც კარ­გი გა­უ­კე­თე­ბია ბევ­რის­თვის და მათ შო­რის ჩემ­თვის. ამა­ზე ბევ­რი მი­წე­რია წიგნ­ში.ასე­ვე ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი ვარ იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს მას იმ და­მან­გრე­ვე­ლი, მან­კი­ე­რი პო­ლი­ტი­კის­თვის, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტრო­ფის ზღვარ­ზე და­ა­ყე­ნა და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­გან ჩა­მო­შო­რე­ბის­თვის.
არ არ­სე­ბობს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბა, ისე­ვე რო­გორც არ არ­სე­ბობს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­კე­თე. ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ ადა­მი­ა­ნის შე­ქე­ბა, თუ ის რამე კარ­გს გვი­კე­თებს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს სი­ჩუ­მეს, თუ იგი­ვე ადა­მი­ა­ნი რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვანს აფუ­ჭებს.წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ამ ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან”, – წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ