მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი “ქართული ოცნების” კრიტიკას პასუხობს
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი, პატრიცია გრჟებიკი მის მიმართ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება. მან ამ საკითხთან დაკავშირებით “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა
მისი განმარტებით, მიკერძოებული არ ყოფილა და სრულიად დამოუკიდებელი მეცნიერის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოში.
“მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული. როცა ჩამოვედი საქართველოში, ისინი ცდილობდნენ ჩემს წარდგენას, თითქოს მე ვიყავი ევროკავშირის ან პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი. არა, მე ვარ მეცნიერი და სრულიად დამოუკიდებელი ვიყავი”, — თქვა პტრიცია გრჟებიკმა.
მან კომენტარი გააკეთა იმის ბრალდების შესახებაც, რომლის მიხედვითაც ანგარიში მესამე მხარის პოზიციას ემყარება. მეცნიერის თქმით, ეს სიმართლე არაა და ანგარიშში გამოყენებულ ყველა ინფორმაციას თან ერთვის შესაბამისი ცნობები. მისივე განმარტებით ეს ანგარიში ძალიან დიდი სიფრთხილითაა დაწერილი, დიდი პასუხისმგებლობით თითოეული სიტყვისადმი.
“ქართული მხარის ერთ-ერთი ბრალდება იყო ის, რომ ჩემი ანგარიში ემყარება მესამე მხარის ინფორმაციას. ეს სიმართლე არაა.ყველა ინფორმაციას, რომელიც ანგარიშშია, თან ერთვის შესაბამისი ცნობა. მე მკაფიოდ განვმარტავ ყველაფერს — არის თუ არა ინფორმაცია აღებული რომელიმე დოკუმენტიდან, ანგარიშიდან, თუ უშუალოდ მოვისმინე მტკიცებულების შემსწრე და თვითმხილველისგან. ეს ანგარიში ძალიან დიდი სიფრთხილითაა დაწერილი, დიდი პასუხისმგებლობით თითოეული სიტყვისადმი, რათა ისეთი არაფერი მეთქვა, რასაც ჩემი ანგარიში ვერ დაამტკიცებდა”, — აღნიშნა გრჟებიკმა.
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორმა ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოს მხრიდან დოკუმენტები მაშინ მიიღო, როდესაც წერის დასრულებას აპირებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, უკლებლივ ყველა მათგანს გაეცნო.
“როდესაც წერა უკვე უნდა შემეწყვიტა, მივიღე საქართველოდან უამრავი დოკუმენტი, მაგრამ ავდექი და უკლებლივ ყველა მათგანს გავეცანი, რათა დარწმუნებულიყავი, რომ რაიმე ახალი ფაქტი ან გარემოება არ იყო”, — განაცხადა მან.
პტრიცია გრჟებიკის აზრით, ქართული მხარე ყველაზე მეტად რეკომენდაციებმა გააღიზიანა. მან აღნიშნა ისიც, რომ თავისი მანდატის ფარგლებში მანდატის ფარგლებში შემეძლო, გამეცა რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მისდგომოდნენ ანგარიშში აღნიშნულ პრობლემურ საკითხებს.
“ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ქართული მხარე გააღიზიანა რეკომენდაციებმა. მათ თქვეს, რომ მე გადავაჭარბე მანდატს, რომ ბევრი ვთქვი, რომ არ მაქვს უფლება ვახსენო სხვა ინსტიტუციები ან ორგანიზაციები, მაგრამ ჩემი მანდატის ფარგლებში შემეძლო, რომ გამეცა რეკომენდაციები — როგორ უნდა მისდგომოდნენ [ანგარიშში] აღნიშნულ [პრობლემურ] საკითხებს”, — თქვა მეცნიერმა.
პტრიცია გრჟებიკმა თქვა ისიც, რომ მისი მიზანი “სამართლებრივი ბრძოლის” დაწყება კი არა, არამედ ” მხოლოდ იმის შეხსენება, რომ თუ არსებობს წამების შესაძლო ფაქტები, თუ ხდება დევნა ან სხვა არაადამიანური ქმედებები, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.”
“საქართველოს პასუხიდან ჩანს, რომ აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით “სამართლებრივი ბრძოლის” დაწყება მინდოდა. არა, ჩემი მიზანი იყო მხოლოდ იმის შეხსენება, რომ თუ არსებობს წამების შესაძლო ფაქტები, თუ ხდება დევნა ან სხვა არაადამიანური ქმედებები, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.თუ ეს დანაშაული დადასტურდა, საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერია, შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ საჭიროა გავითვალისწინოთ ეს შესაძლებლობა, თუ დარღვევების მსგავსი შემთხვევები დადასტურდება ან გაგრძელდება”, — თქვა პტრიცია გრჟებიკმა.
შეგახსენებთ, 2026 წლის 12 მარტს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უკიდურესად კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება, — წერს საია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის მიმოხილისას და დასძენს, რომ “ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფას, სისტემური და ფართომასშტაბიანი დარღვევების პრაქტიკას, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ტენდენციებს, რომლებზეც, უკვე წლებია, უფლებადამცველები და საერთაშორისო მექანიზმები მიუთითებენ”.
მათი თქმით, ანგარიშის სიმწვავეს ადასტურებს ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო-სამართლებრივი მექანიზმის გააქტიურებას შეეხება. სახელმწიფოებისთვის მიცემული რეკომენდაციები, რომლებიც სრულად მოიცავს პასუხისმგებლობის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საშუალებებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეს და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობას.
ანგარიშს და მის ავტორს უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ ის წინასწარ იყო დაწერილი და აღნიშნავენ იმასაც, რომ პტრიცია გრჟებიკი პოლონეთისგან ფინანსდება და შესაბამის ინტერესებს ატარებს.
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე “მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება” — შალვა პაპუაშვილი “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშზე ძლიერი საქართველო ლელო: აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის მაკა ბოჭორიშვილი: “ვიზიტიდან 2 დღეში მოამზადეს 90-გვერდიანი ანგარიში, რაც ბადებდა ეჭვს, რომ იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში” ირაკლი კობახიძე: “ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი” ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები რას ნიშნავს “მოსკოვის მექანიზმი”, რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
კომენტარები
გადახედვა
აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
18 წუთის წინ
აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
გადახედვა
დედამიწისგან 35 სინათლის წლის დაშორებით უჩვეულო პლანეტა აღმოაჩინეს
20 წუთის წინ
დედამიწისგან 35 სინათლის წლის დაშორებით უჩვეულო პლანეტა აღმოაჩინეს
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
22 წუთის წინ
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
41 წუთის წინ
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
გადახედვა
მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი “ქართული ოცნების” კრიტიკას პასუხობს
41 წუთის წინ
მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი “ქართული ოცნების” კრიტიკას პასუხობს
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
ერთი საათის წინ
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
ერთი საათის წინ
ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
გადახედვა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური
2 საათის წინ
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური
გადახედვა
ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS შეიძლება თითქმის სამყაროს ასაკის იყოს
2 საათის წინ
ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS შეიძლება თითქმის სამყაროს ასაკის იყოს
გადახედვა
TI: ახალციხის მერია “ქართული ოცნების” შემწირველებს კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებინებს
2 საათის წინ
TI: ახალციხის მერია “ქართული ოცნების” შემწირველებს კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებინებს
გადახედვა
უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს
2 საათის წინ
უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს
გადახედვა
შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
3 საათის წინ
შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება
3 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
4 საათის წინ
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
გადახედვა
აჭარაში სპეცოპერაციის ჩატარებისას 75 წლის პენსიონერი ქალი დაშავდა
4 საათის წინ
აჭარაში სპეცოპერაციის ჩატარებისას 75 წლის პენსიონერი ქალი დაშავდა
გადახედვა
“ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის” — მიხეილ სარჯველაძე ილის II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
4 საათის წინ
“ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის” — მიხეილ სარჯველაძე ილის II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გადახედვა
ჰარი სტაილსმა პიცები გაუგზავნა ფანებს, რომლებიც მომღერლის შოუს ბილეთების რიგში ათენებდნენ
4 საათის წინ
ჰარი სტაილსმა პიცები გაუგზავნა ფანებს, რომლებიც მომღერლის შოუს ბილეთების რიგში ათენებდნენ
გადახედვა
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება
5 საათის წინ
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება
გადახედვა
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
6 საათის წინ
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიებთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დიალოგის შესახებ
16 მარტი, 14:14
ირაკლი კობახიძე: დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიებთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დიალოგის შესახებ
გადახედვა
ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
16 მარტი, 13:45
ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
კვირის ტოპ-5
BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს1385 ნახვა
ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს1356 ნახვა
OC Media: როგორ გახსნა მიუნხენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით მოქმედმა ქუთაისის უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური იდეოლოგიის კვლევითი ცენტრი279 ნახვა
ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად გაზრდილი აქციზის ტარიფი დაწესდება267 ნახვა
რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა258 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა AI წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა AI წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
გადახედვა
პოლიტიკა
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
ეკონომიკა
პროკრედიტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებმა EBA 4 Women Signature ფორუმზე განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა
პროკრედიტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებმა EBA 4 Women Signature ფორუმზე განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა
გადახედვა
ცნობილი ადამიანები
ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო
ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
გადახედვა
ციტატები
მიხეილ სააკაშვილი: მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას
მიხეილ სააკაშვილი: მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს
გადახედვა
ეკონომიკა
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
ახლა კითხულობენ
გადახედვა
სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის ბრალდებული საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
16 მარტი, 11:39
სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის ბრალდებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, გიორგი გოცირიძე…
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს
BMG: Wolt-ი, Glovo და Bolt-ი საქართველოს პლატფორმებზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში
Metallica-ს ჯეიმს ჰეტფილდმა შეყვარებულს ხელი წყალქვეშ სთხოვა



