მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის – დავით მათიკაშვილი ხატია დეკანოიძეზე

მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის – დავით მათიკაშვილი ხატია დეკანოიძეზე
მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ [ხატია დეკანოიძე] უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ხატია დეკანოიძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ძალიან კარგად შეაფასებენ დავით მათიკაშვილის გამოსვლას. როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შეგნებულად არ უნდათ გაიგონ ის სიტყვები, რომელიც 15 ნაბიჯის დაშორებიდან ითქვა.
„ქალბატონი ხატია თუ იქნებოდა, უფრო მოისმენდა ჩემს ნათქვამს. მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ ადევნებს ალბათ უფრო თვალყურს და კარგად იცის, მაგრამ მე კარგად გავიგე ის ნათქვამი, რაც მას არ სურდა რომ გაეგო. აქ იყო საუბარი იმ ღალატზე რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ევროპარლამენტში იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით ჩაიდინა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბა და დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალში“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
Next: „ქართული ოცნებაზე“: ეს არის ძალა, რომელმაც აღკვეთა პატიმრების სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიასაშუალებებზე მონოპოლია

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ