“მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ” – დანიგანის პასუხი “ხალხის ძალას” და “ოცნებას”

საქართველოში -ის ელჩმა რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან, ს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს:
„უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, რადგან ეს არის შიდა მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს ეხმარება სამუშაო ადგილზე უფრო ინკლუზიურები იყვნენ და ამ თემაზე სასაუბრო გზები იპოვონ. მე ვიტყოდი, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. ეს მხოლოდ იმისთვის არის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს დაეხმაროს, უფრო ინკლუზიურები იყვნენ. რაც შეეხება ენას, ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები, ვფიქრობ, ეს საინტერესოა. მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ვფიქრობ, ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს“.
ინფორმაციისთვის, როგორც “ნეტგაზეთი” წერს, კონსერვატიული გამოცემის, „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, ბლინკენმა სახდეპის თანამშრომლებს სთხოვა, შეძლებისდაგვარად, „გენდერულად ნეიტრალური ლექსიკა“ გამოიყენონ, რათა ამით „გამოხატონ პატივისცემა და თავიდან აირიდონ გაუგებრობები“. თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს, დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა დაჟინებით არავის სთხოვონ იმავეს გაკეთება.
დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ უმჯობესია, არ იყო გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს.
„ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას