“მეწარმეთა შესახებ კანონის” მოთხოვნები უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესმა ვერ დააკმაყოფილა – იურისტი

“მეწარმეთა შესახებ კანონის” მოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს 2026 წლის 1 აპრილამდე ექნებათ ვადა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
როგორც აღმოჩნდა, კანონის მიღებიდან 3 წლის შემდეგაც კი ბიზნესსექტორის დიდმა ნაწილმა ისევ ვერ მოახერხა კომპანიების ხელახალი რეგისტრაცია, ასეთი კი დაახლოებით 280 000 სუბიექტია.