მეღვინეებს, ვისაც პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა სურთ, Retain-ი QR კოდს უფასოდ დაუმზადებს

ქართველ მეღვინეებს, ვისაც პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა სურთ, Retain QR კოდს სრულიად უფასოდ დაუმზადებს.
კომპანია აღნიშნულს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს.
“მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 8 დეკემბრის შემდეგ საქართველოში წარმოებული ღვინის ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტისთვის სპეციალური ფორმა და QR კოდია საჭირო,

როგორც უკვე იცით, ეს Retain-ის ერთ-ერთი მიმართულებაა, უკვე 150-ზე მეტი მეღვინეობის ასეულობით სახეობის ღვინოზეა დატანილი ჩვენი QR კოდები, რომლებიც გაგზავნილია 14 სხვადასხვა ქვეყანაში,

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ ეს პროდუქტი გავხადოთ სრულიად უფასო – ყველა მეღვინეს, ვისაც ქართული ღვინის შეტანა სურს ევროკავშირის ქვეყნებში, სრულიად უსასყიდლოდ, შეუზღუდავი რაოდენობით დავუმზადებთ უვადო QR კოდს შესაბამისი მოთხოვნის ფორმით”, – წერს კომპანია.