ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის თქმით, მექსიკის საზღვაო ძალების იალქნიანი გემი, რომელიც განათებითა და გიგანტური დროშებით იყო მორთული, შაბათს ღამით ბრუკლინის ისტორიულ ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეოებში ჩანს, რომ 45 მეტრიანი ანძები თაღოვანი ხიდის ქვეშ გასავლელად ძალიან მაღალი იყო და და შეჯახებისას ჩამოინგრა.
მექსიკის საზღვაო ძალებმა შაბათს გვიან სოციალურ მედიაში განაცხადეს, რომ გემზე 22 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 19 ადგილობრივ საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარება მიიღეს. მძიმედ დაშავებული სამი ადამიანი იყო.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ დაშავებულთაგან არცერთი არ ჩავარდნილა წყალში, შესაბამისად სამაშველო სამსახური საქმეში არ ჩართულა.
კვირას დილით ადრე ნიუ-იორკის X-ზე დაწერა, რომ გემზე მყოფი 277 ადამიანიდან ორი გარდაიცვალა, ხოლო ორი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, მექანიკურმა პრობლემებმა გამოიწვია, თუმცა დეტალების შესახებ მას არაფერი უთქვამს.
