მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპს სავაჭრო მოლაპარაკებების ვადის გახანგრძლივების შესახებ შეუთანხმდა.
მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ცნობით, ივლისში მიღწეული შეთანხმების ვადა, რომლითაც აშშ-ის მიერ მექსიკურ საქონელზე დაწესებული ტარიფების 30%-მდე გაზრდა 90 დღით შეჩერდა, რამდენიმე კვირით გახანგრძლივდება.
„შევთანხმდით, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ, რადგან სამთვიანი ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება. ამ საკითხს თითქმის ვხურავთ. ჩვენი გუნდები კვლავ მუშაობენ“, – აღნიშნა შეინბაუმმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბარი „ძალიან ხანმოკლე იყო და მხოლოდ ვაჭრობას შეეხებოდა“.




