მექსიკა-ამერიკის საზღვრის უკანონო კვეთაზე დაკავებულები, მეტწილად, დეპორტაციას დაექვემდებარებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემაზე, რომლებიც უკანონოდ გადაკვეთენ მექსიკა--ის საზღვარს, ყოვლისმომცველი აკრძალვა დააწესა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამშაბათს გამოცხადდა.
საზღვრის უკანონოდ კვეთაზე დაკავებული მიგრანტები, შესაძლოა დაუყოვნებლივ დეპორტაციას დაექვემდებარონ ან შესაბამისი ღონისძიებების მიხედვით, ისინი მექსიკაში დააბრუნონ. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, გამონაკლისი დაიშვება ბავშვებზე, რომლებსაც მეურვეები თან არ ჰყავთ, ასევე, ადამიანებისთვის, რომლებიც სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ არიან და ტრეფიკინგის მსხვერპლებზე.
5 ნოემბრის საპრეზიდენტო ს წინ, ამერიკელი ამომრჩევლისთვის იმიგრაცია ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა. ასევე ცნობილია ს პოზიციები, რომელიც არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის კონკურენტი იქნება. მან არაერთხელ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, უკანონო იმიგრაციის შესახებ, მის ადმინისტრაციას მკაცრი პოლიტიკა ექნება.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც განმარტავდა განცხადებას, ბაიდენმა თქვა, რომ თავშესაფარი ხელმისაწვდომი დარჩება იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ შეხვედრაზე CBP One-ის სახელით ცნობილი აპლიკაციის გამოყენებით ან გამოიყენეს სხვა ლეგალური გზები, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნაცვლად.
„ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი ამ პროცესში“, – თქვა ბაიდენმა. მისივე თქმით, „ეს აკრძალვა დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შემოსვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომ შესაძლებელი იქნება, ჩვენი სისტემა ეფექტურად იმართოს“.
მაშინაც კი, როდესაც ბაიდენმა შემოიღო ახალი შეზღუდვები, მან გააკრიტიკა ტრამპის ყველაზე საკამათო საიმიგრაციო პოლიტიკა, მათ შორის, საზღვარზე მიგრანტების ოჯახების განცალკევება და კომენტარები, რომ აშშ-ში არალეგალი იმიგრანტები “მოწამლავენ ჩვენი ქვეყნის სისხლს”.
„მე არასოდეს მოვახდენ იმიგრანტების დემონიზაციას“, – თქვა ბაიდენმა.