მეფე ჩარლზმა კეირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დანიშნა

მეფე ჩარლზმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, კეირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა.
მეფე ჩარლზსა და კეირ სტარმერს შორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში შედგა.
კეირ სტარმერი ბუკინგემის სასახლიდან დაუნინგ სთრითში გაემართება, საიდანაც საზოგადოებას მიმართავს.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.