მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მეტად მტკივნეულ თემაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყოველწლიურად ათასობით აბორტი კეთდება, რასაც კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობამდე მივყავართ.
„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიან შემცირება 3.7 მილიონამდე. ამას ხელს უწყობს აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში რიცხვი ასეთია – ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების არის 22 000 დაახლოებით . ამას თუ მივიმატებთ ქიმიურ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი იქნება. ზოგ ქვეყანაში სამმაგიც კი არის ეს რიცხვი. ამ მონაცემებით ჩვენი კლება წელიწადში არის 50 000 ადამიანი დაახლოებით. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში. ასეთი საგანგაშო მდგომარეობის მიუხედავად, თუ ქვეყანა არაფერს აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმშია და მას კარგი არაფერი უწერია. ამით ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე. ერი რომელიც თავის შვილებს კლავს, ვერ ეღირსება დიდ გამარჯვებას, ბედნიერებასა და გამთლიანებას.“- განაცხადა მან.
მეუფე შიოს თქმით, ამის მდგომარეობის შესაჩერებლად საუკეთესო გამოსავალია ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებთან აბორტის შედეგად მიყენებულ ზიანზე საუბარი.
„ამის გამოსავალი არის ცნობიერების ამაღლება, რათა აბორტი გააზრებული იყოს, როგორც დიდი ცოდვა. ემბრიონი არის ადამიანი და მისი მოკვლა არ შეიძლება. აშშ-ის 10 შტატში აბორტი სრულად აკრძალულია, ასევე ბევრ ქვეყანაშიც. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. კარგი პრაქტიკაა, როდესაც სკოლის მაღალ კლასებში ესაუბრებიან გოგონებს აბორტის ზიანზე. ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტურია. ჩვენ უნდა მივიღოთ კანონები, რომლებიც გაამკაცრებს აბორტს. ეკლესია მზად არის ჩართული იყოს ამაში. იმედია ღვთის წყალობით ამას შევძლებთ. როგორც პატრიარქი ამბებს, ოჯახი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი.“- განაცხადა მან.
