მეუფე შიო – თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა, გვახსოვდეს და ვაფასებდეთ იმას, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მივუტოვებივართ

თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. გვახსოვდეს და მადლიერებით ვაფასებდეთ იმას, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მივუტოვებივართ,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მანამ ვიცოცხლებთ, სანამ გვექნება რწმენა, ქრისტეს ეკლესიის ერთგულება და მრავალი სირთულის მიუხედავად ქვეყნის ცხოვრებას მოვაწყობთ ღმერთის მიერ მოცემული კანონებით
„თუ გადავხედავთ ისტორიას, ჩვენი ქართული მხედრობის მისიაც ეს იყო – ჩვენი ხალხის, სარწმუნოების და ეკლესიის დაცვა. წინაპრები, ძალიან ხშირად ებრძოდნენ მტერს, იგერიებდნენ მტრების შემოსევებს, რომლებიც ემუქრებოდნენ საქართველოს განადგურებით. ასევე ეკლესიასაც განადგურებით ემუქრებოდნენ. ამ ბრძოლებში ჩვენი წინაპრები ძალიან ხშირად იმარჯვებდნენ. მაგრამ, როცა ვერ იმარჯვებდნენ, მაშინაც ახერხებდნენ გადარჩენას. ჩვენ ამას მივაწერთ არამხოლოდ ჩვენი მეფეების, მხედართმთავრების, თავდადებული ხალხის სიბრძნეს და წარმატებებს, არამედ პირველყოვლისა მივაწერთ ღვთის შეწევნას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობას.
თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. გვახსოვდეს და მადლიერებით ვაფასებდეთ იმას, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მივუტოვებივართ.
თუნდაც გავიხსენოთ 20-ე საუკუნე, ათეისტური ხელისუფლების პერიოდი, რასაც მოჰყვა სასტიკი დევნა, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი, ტაძრების დევნა, სიწმინდეები, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ.
შეგვეწიოს წმინდა გიორგი, რომ ისტორიიდან გამოვიტანოთ მართებული დასკვნები, ვისწავლოთ გაკვეთილები, რომელსაც ჩვენი ისტორია გვაძლევს. უმთავრესი გაკვეთილი: ის, რომ დღეს ცოცხლები ვართ, დღემდე მოვედით და ვიცოცხლებთ მანამ, სანამ რწმენა გვექნება ქრისტეს ეკლესიის ერთგულება, სანამ მიუხედავად მრავალი სირთულისა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მოვაწყობთ ღმერთის მიერ მოცემული კანონებით“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ძალიან დიდი გზაგასაყარზე ვართ – თუ არ გვინდა, მეხსიერება გაგვინადგურონ, მენტალიტეტი გამოგვიცვალონ და საბოლოოდ გაგვანადგურონ, ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე

გიორგი ბარამიძე – მიუხედავად საქართველოში მძვინვარე რუსული ბანდის მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეა, ყოველთვის იარსებებს – ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს შეცდომები, მაგრამ იმ ფონზე, რაც ხდება, ჩანს, რა გააკეთა „ვარდების რევოლუციამ“