“თუ სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება ეს ხელისუფლება, არის ავაზაკთა ჯგუფი” – ამის შესახებ წმიდა სინოდის წევრმა, მეუფე იობმა “შაბათის ეთერს” განუცხადა.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი ერთადერთი აღმოჩდანა მაღალი იერარქებიდან, რომელიც TV პირველის კამერასთან გაჩერდა და ქვეყანაში მინდინარე რეპრესიებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა:
….თუ სიმართლე და კანონიერრება ირღვევა ადამიანის უფლებების, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ სათქმელი. ქალბატონის [ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც სასჯელის სილის გაწვნის გამო იხდის] მიმართ არ უნდა გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება.
ერთ-ერთი ნეტარი [ავგუსტინე] ბრძანებს – თუ ხელისუფლება სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება, ავაზაკთა ჯგუფი. აქიდან გამომდინარე მე უკვე ვთქვი, თუ სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება ხელისუფლება, არის ავაზაკთა ჯგუფი”- აცხადებს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი.
“შაბათის ეთერმა” სასულიერო პირებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასების გარდა არქიმანდრიტ ილია თოლორაიასთვის მღვდელმოქმედების უფლების აეკრძალვაზეც ჰკითხა.
არქიმანდრიტი ილია საპატრიარქოში შეხვედრაზე მას შემდეგ მიიხმეს, რაც მან გასულ კვირაში, 29 ოქტომბერს, როცა საპატრიარქოში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დაიბარეს, პატრიარქის მოსაყდრე შიოს „ეგზარქოსი“ უწოდა.




