მეუფე იაკობი: კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს – ქართველი ხალხი გაიმარჯვებს

ნამდვილად, თუ „ნაცმოძრაობა“ დამარცხდება, ესე იგი რუსეთზე საბოლოოდ ვამბობთ უარს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდები დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობენ და უმეტესობას არ ახსოვს რა ვითარება იყო ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

„ვერ დააჯერებთ, ეგონებათ სასტიკი ზღაპარი, იმიტომ რომ ისეთი რამეები ხდებოდა, ძნელია ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს. გადახედონ კარგად იმ წლების ქრონიკებს და ნახავენ. იმასაც გადახედონ, დღეს ვინ ელაპარაკება, რა სახელით ელაპარაკება. ს მოწოდება ძალიან კარგია – ყველა გაერთიანდეს და შეჯიბრი მოხდეს არჩევნებზე. კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს – ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა მეუფემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით