მეუფე იაკობი აშშ-ს სანქციებზე: ახლა რუსები, ევროპა და აშშ ერთნაირად გვიტევს

ამერიკელებს ვთხოვ, რომ ჩვენთან სწორი ურთიერთობა დაამყარონ. რადგან, შეიძლება, 50 მილიონი და რაღაც ვიღაცებს გადაუხადონ, გაიყიდონ, მაგრამ ისინი არჩევნებში მაინც დამარცხდებიან. იმიტომ, რომ მათი არჩევანი 50, 60 ან 70 მილიონი იქნება. მინდა, იცოდნენ, რომ ქართველი კაცი არ იყიდება […] ისე მოგვექეცით, როგორც საჭიროა. იმიტომ, რომ ჩვენ გექცევით ისე, როგორც არის საჭირო. ამერიკელებმა კარგად იციან, მათთან როგორი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის მხარეს დავიჭერ.
ვიზებს საბჭოთა კავშირის დროსაც… – რუსებსაც ჩაკეტილი ვყავდით. ახლა რუსები, ევროპა და ამერიკა – სამივე ერთნაირად გვიტევს. რუსებისკენ არიან, თუ ჩვენკენ, მაგაშიც გაგვარკვიონ. მძიმე რაღაცებს მიიღებენ და ჩვენც მძიმე რეაქცია გვექნება.
თქვა ქადაგების დროს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.
-მ 6 ივნისს სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.